21:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 10:40:00, 2581 ნახვა

ეკონომიკა
ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში" (თამარ მეფის 76) დღეს 12:00 საათზე  ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებს რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

საუბარია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც DCFTA სთავაზობს კერძო სექტორს ექსპორტის წახალისების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ამ კუთხით მეწარმეთათვის საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და საექსპორტო-სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური ჩართულობის კუთხით.

შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიების მოდერატორი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics