12:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 11:07:49, 2874 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg: რუსულ ტელეარხებზე ტრამპთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ცენზურა ამოქმედდა

რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანიებს დონალდ ტრამპის შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალათ, - ამის შესახებ Bloomberg-ი 3 დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობა რუსეთთან შესაძლოა იმაზე ბევრად დაძაბული გახდეს, ვიდრე ეს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო.

ტელეკომპანია "დოჟდის" პოლიტიკური კომენტატორის თქმით, "ტელეკომპანიები ან განახორციელებენ კრიტიკას ტრამპის მიმართ, თუმცა მასზე ბევრს არ ილაპარაკებენ". 

როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელი იყო მედიაში გავრცელებული განხილვები ტრამპის ფიგურასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში და მას შემდეგ რაც მან დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. თუმცა 45-ე პრეზიდენტის განხილვა რუსულ მედიაში ახლაც გრძელდება, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. 

Deutsche Welle-ს ცნობით, დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ცენზურის თაობაზე ტელეკომპანია Россия-მ მითითება 15 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics