|
2017-02-16 15:35:25, 2246 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, საწარმოებში სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ექპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან ჩაჩავამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მოაწერეს. მემორანდუმი სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების განხორციელებას გულისხმობს. შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირების განხორციელების მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ინსპექტირების ჩატარება, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სახელმწიფო საწარმოსთვის წარდგენა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაცნობა, რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო საწარმოებში შეხვედრების ორგანიზება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)