|
2017-02-16 12:02:06, 2137 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერაზეც წავიდნენ
„ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი და მათ არაერთი უკანონო მოქმედება განახორციელეს, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის წავიდნენ გვარამიას დაჭერაზეც“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, გვარამია ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რაც მის მიმართ იქნება დასმული. „ნიკა გვარამია უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რაც მის მიმართ იქნება დასმული, თუმცა ამ ეტაპზე მიჭირს წარმოვიდგინო ის კითხვები, რომელიც შეიძლება დამატებით გასჩენოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომ, რომ უკვე მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნდა ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასთან, მათ შორის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლებამ გადალახა უკვე ყველანაირი წითელი ხაზი და მათ არაერთი უკანონო მოქმედება განახორციელეს რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის წავიდნენ ნიკა გვარამიას დაჭერაზეც“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)