09:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 18:38:47, 435 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მისი მისამართით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმება

"გადაწყვეტილებების მიღების უწყებათაშორისი ფორმატი გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში და ამგვარი ფორმატის არსებობა  მიღებულ გადაწყვეტილებაზე არც ერთი ჩართული მინისტრის  პასუხისმგებლობის ხარისხს არ ამცირებს",-ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც  ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო,  თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო აფერხებს.
"გადაწყვეტილებების მიღების უწყებათაშორისი ფორმატი გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში და ისეთი საკითხები, რომელიც მოითხოვს არაერთიი,  არამედ რამოდენიმე უწყების ჩართულობას, ძალიან ხშირად იხილება უწყებათაშორის ფორმატში. ვინაიდან ეკონომიკა გახლავთ უმთავრესი გამოწვევა ჩვენი მთავრობისთვის, ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად ვიყენებთ ფორმატს, სადაც რამოდენიმე მინისტრის ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რათა მიღებული იქნას შეჯერებული გადაწყვეტილებები და ამგვარი ფორმატის არსებობა არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს არც ერთი ჩართული მინისტრის  პასუხისმგებლობის ხარისხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics