12:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 12:49:11, 3139 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში საერთაშორისო ძალების იერიშს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საერთაშორისო ძალების იერიშის დროს, 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters-ი ავღანეთში გაეროს სპეციალური მისიაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, ძირითადად, ქალები და ბავშები არიან. 

ინციდენტს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა უკვე გამოეხმაურა და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ. 

საერთაშორისო ძალებს საავიაციო იერიში თალიბანის ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე უნდა მიეტანათ.

გაეროს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ამერიკული და ავღანური საჰაერო იერიშების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავებისა და გარდაცვალების მასშტაბები, ბოლო წლის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics