21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 13:23:20, 2479 ნახვა

ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს:

„8 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 77 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.140 პროცენტით, მაქსიმალური 8.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.210 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics