21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 16:05:11, 2092 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრო მზადაა დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია ბიზნესთან ერთად განიხილოს

დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვარიანტს დღეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მათ დეტალურად გააცნო ინსტრუქციის სამუშაო ვერსიაში მოცემული კრიტერიუმები და კონკრეტული მაგალითები.

„როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია და აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ინსტრუქციაში მოცემულია კონკრეტული კრიტერიუმები თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ავანსის თანხად, ასევე, მოცემულია კონკრეტული მაგალითები, იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოხდეს ბიზნესის მხრიდან აღნიშნული ინსტრუქციის გამოყენება. როგორც აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტრო ერთი კვირის ვადაში დაელოდება ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესები დოკუმენტის დამტკიცების დროს," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სამშენებლო კომპანია  „დაგის“ წარმომადგენლის გელა მღებრიშვილის  თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი წინასწარ იხილება.

 „შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. გავეცანით ინსტრუქციის პროექტს, ჩვენი მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კარგია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ასეთი დიალოგის პრაქტიკა დაინერგა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი წინასწარ იხილება. ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, გამოთქმული შენიშვნები აისახოს საბოლოო დოკუმენტში და გადამხდელებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ აღნიშნული ინსტრუქცია," - აღნიშნა გელა მღებრიშვილმა. 

დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებაში შემავალი კომპანიების დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრებს.

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics