21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 19:35:54, 2564 ნახვა

ეკონომიკა
ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო. შეხვედრაზე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, ასევე სფეროში მომუშავე კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო  და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და „ოუფენ ნეტის“ დირექტორი ნინო ქუბინიძე ესწრებოდნენ.

ტელეკომუნიკაციების  სფეროში ასეთი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, სადაც ყველა ოპერატორს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი სახის სამუშაო შეხვედრების გამართვა დაგეგმილი აქვს პერმანენტულად, რათა მაქსიმალურად გაზიარებული იქნეს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე კომპანიების ინტერესები და ხედვები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics