12:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 12:17:31, 2565 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას ხელი მოაწერა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება შეასრულა. 

აღსანიშნავია, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა 12 ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულებაა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. 

"ეს ამერიკისთვის უდიდესი მოვლენაა," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

როგორც Bloomberg წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ბრძანებულებებს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმების განხილვას (NAFTA) ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, ის აღნიშნულ საკითხს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან განიხილავს. მედიის ცნობით, ტრამპი აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის გადაწერას გეგმავს.

მან საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებები არაერთხელ გააკრიტიკა. ნოემბერში, მან თბოელექტროსადგურს "ქვეყნისთვის პოტენციური უბედურების მომტანი უწოდა" და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ ამ გადაწყვეტილებას შეცვლიდა.

ცნობისთვის, ტრანსალტანტიკური პარტნიორები აშშ-ის გარდა ასევე არიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, ჩილე, მექსიკა, პერუ, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და სინგაპური. პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებას 2015 წლის ოქტომბერში დაახლოებით ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. ქვეყნები, რომლებმაც შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს, ძირითად სახის საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის უფლება ეძლევათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics