|
2017-01-23 15:04:05, 2340 ნახვა
ეკონომიკა
ბორჯომში ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფისკალური პოლიტიკისა და ევროკავშირის პრაქტიკასთან მის თავსებადობაზე საჯარო შეხვედრა 21 იანვარს, ბორჯომში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მას სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ქარელის, ხაშურის) და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება") წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო შეხვედრაზე პრეზენტაცია ჩაატარა და აუდიტორიის შეკითხვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე გუნცაძემ უპასუხა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის წარმართვის პროცესში, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად მომდევნო შეხვედრა 24 იანვარს რუსთავის მერიაში ჩატარდება. მასზე დასწრებას ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)