|
2017-01-21 18:15:38, 2625 ნახვა
სამართალი
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადვოკატების მოთხოვნას საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დაუჭირა
საკონსტიტუციო კომისიის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში, ნაცვლად სიტყვისა ”დამცველი” ტერმინი - “ადვოკატი“ დაფიქსირდეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, დავით ასათიანი ავრცელებს. მისი თქმით აღნიშნული ცვლილება არა მხოლოდ ადვოკატის პროფესიას, არამედ ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებასაც წაადგება. “მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს ადვოკატის როლისა და ადვოკატთა გაერთიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიას და შემდგომ უკვე პარლამენტს შევთავაზეთ, საქართველოს კონსტიტუციაშიც ასახულიყო მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლის და იურიდიული პროფესიის მნიშვნელობის თაობაზე. ადვოკატთა კორპუსის დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის და ამდენად, ამის თაობაზე კონსტიტუციური ჩანაწერის არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლის უზენაესობის განმტკიცებისათვის.“ - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი დავით ასათიანი. მისი თქმით, კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში ნახსენები სიტყვა “დამცველი“, სათანადოდ ზუსტად ვერ წარმოაჩენდა იურიდიული პროფესიის რაობასა და მნიშვნელობას. “ტერმინი -ადვოკატი საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია, ხოლო სიტყვა – “დამცველი” სათანადოდ ზუსტად ვერ წარმოაჩენს იურიდიული პროფესიის რაობასა და მნიშვნელობას. ამიტომ აუცილებელად მივიჩნიეთ, მოგვეთხოვა კონსტიტუციაში ადვოკატის როლის თაობაზე ჩანაწერის არსებობა და სიტყვა “ადვოკატის“ ჩაწერა. “მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები გაგებით შეხვდნენ ამ ინიციატივას და ასეთ დემოკრატიულ და პროგრესულ ჩანაწერზე უარი არ თქვეს. შესაბამისად, კონსტიტუციაში გაჩნდება სიტყვა -“ადვოკატი“ და შევა ჩანაწერი, რომელიც გახდება ადვოკატურის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტია. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ადვოკატის როლის გაძლიერებას და ზოგადად იურიდიული პროფესიის განვითარებას, რაც სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ერთ-ერთი წინაპირობაა. ყველა სხვა კანონი, თუ ქვემდგომი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოქმედებს ანდა მომავალში იქნება მიღებული უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს დადგება ეჭვქვეშ ადვოკატის როლის, ადვოკატურის დამოუკიდებელობისა და თვითმმართველობის საკითხი“, - აღნიშნა დავით ასათიანმა. ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიქმნა და მისი მიზანია 2017 წლის 30 აპრილამდე, კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის მომზადება.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)