|
2016-12-29 13:40:18, 2900 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და „ექსპრეს ბანკი“ ახალი წლის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს
„საქართველოს ბანკი“ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „2017 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. სამშაბათს, 3 იანვარს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში. 3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)