|
2016-12-27 14:57:13, 2404 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 13 ივნისის სტიქიის ზონაში ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ საადვოკატო საქმიანობის შედეგად, ადვოკატებისთვის - ნათელა გოდერიძისთვის და მზევინარ კოსტავასთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მასალებში, აღრიცხული იყო 1960 წელს გარდაცვლილ მოქალაქე იოსებ წინამძღვრიშვილზე. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იოსებ წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და მის სახელზე აღრიცხული ნაკვეთი, სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფებოდა ათეული წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით დაერეგისტრირებინათ იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრეზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა დაარწმუნეს ნოტარიუსი, რომ წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა იოსებ წინამძღვრიშვილისა და შემდგომში მისი მემკვიდრეების ფაქტობრივ მფლობელობაში. ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, აღნიშნული ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის ბელა გუბელაძის სახელზე აღირიცხა, რომელმაც თითქმის მთელი უძრავი ქონება წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ნათელა გოდერიძესთან დაახლოებულ პირზე, ქეთევან ჯავახიშვილზე ფიქტიურად გაასხვისა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენს, პრეტენზია წაეყენებინა იქ მცხოვრებთათვის და თითქოსდა „კანონიერ საკუთრებაში'' არსებული უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლება მოეთხოვა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოსა და კერძო პირებს დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 657 000 ლარის ზიანი მიადგა. ვინაიდან დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებული ქონება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ასევე შეეცადნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილ საკომპენსაციო თანხასაც დაუფლებოდნენ და ქ. თბილისის მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)