18:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 12:02:40, 2168 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 175 მსჯავრდებული.

ამათგან 122 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 12 ქალბატონი; დანარჩენ 53 მსჯავრდებულს, რომელთაგან 2  ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

„შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 2016 წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დღეს, 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული, რომელთაგან 14 ქალბატონია", - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics