02:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:36:27, 1733 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტის წარმომადგენლები სამუშაო პროცესში მოგვიანებით ჩაერთვებიან

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია. ის მედიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. 

ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში  მონაწილეობისგან თავს იკავებენ. კობახიძე იმედოვნებს,  რომ ისინი სამუშაო პროცესში მოგვიანებით ჩაერთვებიან:

 „კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ საწმუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კომისიაში მუშაობისგან, თუმცა დიდი იმედი მაქვს, სამუშაო პროცესში ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისაგან თავს იკავებენ, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი. მისი შეფასებით, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, რაც ასე არ მოხდა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics