10:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:59:27, 915 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

ჯანდაცვის უწყებას დღეიდან ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლადარჩეული მინისტრი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ზაალ მიქელაძე მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული.

ცნობისთვის, ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. ბოლო წლებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L"-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა.

,,ბატონი ზაალი ბოლო წლებია რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის აჭარის კოორდინატორი გახლდათ. მას ჰქონდა უშუალო შეხება მოსახლეობასთან, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხალხთან. პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. იგი გახლავთ ძალიან მზრუნველი, გულისხმიერი ადამიანი. ვფიქრობ, ეს თვისებები პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად მას დაეხმარება წარმატებით გაუძღვეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ეფექტურად განახორციელოს ჯანდაცვის სფეროში ბევრი სასარგებლო  და საჭირო პროგრამა"-აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics