00:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 15:35:39, 1619 ნახვა

კომენტარი
ხუციშვილი: ჩვენ არ ვაყალბებთ სტატისტიკას და ამის ტექნიკური საშუალებაც არ გვაქვს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტრო სტატისტიკას არ აყალბებს და ამის ტექნიკური საშუალებაც არ აქვს, - ასე გამოეხმაურა შალვა ხუციილი სამისტროს მისამართით გამოთქმულ პრეტენზიას სტატისტიკასთან დაკავშირებით.

შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს მეთოდოლოგია წარუდგინეს, თუ როგორ დგება დანაშაულის შესახებ სტატისტიკა, ასევე რა ახალი პროგრამების დანერგვას აპირებს უწყება.

რაც შეეხება სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხუციშვილის თქმით, 2010 წელს უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმით, ამ სტატისტიკის გამოქვეყნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კომპეტენცია გახდა.

მისივე განმარტებით, სტატისტიკის იწარმოება ელექტრონულად, პროგრამულად, რომელსაც უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სტატისტიკას ამუშავებს,   რომელსაც შემდეგ სტატისტიკის სამსახურს უგზავნის.

ცნობისთვის, პროგრამა ამ ეტაპზე საპილოტო რეჟიმით ხორციელდება, ხოლო სრულად 2017 წლის ბოლოს ამოქმედდება. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics