19:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 12:33:37, 2548 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
კახი კალაძე: საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. 

კახი კალაძემ და "ანადოლუ ჯგუფის" დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ "ხელედულა-3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემერანდუმის საფუძველზე იგეგმება.

მემორანდუმის თანახმად, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდეს.

"ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი მოეწერა ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას. ეს არის 50 მეგავატის სიმძლავრის ხელედულა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მას განახორციელებს თურქული კომპანია. ეს არის კომპანია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ დაახრულა ფარავანის ჰიდროელექტროსადგური. მე მივესალმები ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ეს ხელს უწყობს როგორც ეკონომიკის წინ სვლას, ასევე ჩვენ გვექნება საკუთარი ელექტროენერგია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ხელედულა-3" ჰიდროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 50.77 მგვტ-ია, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 250 მვტ/სთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics