07:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 22:12:39, 2739 ნახვა

მსოფლიო
პუტინი, ტრამპი, ანგელა მერკელი - „ფორბსმა“ მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეში უკვე მეოთხედ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. 

მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იკავებს. მას მოსდევს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც წინა წლის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა.

სიის ათეულში ასევე მოხვდნენ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რომის პაპი ფრანცისკე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური ჯანეთ იელენი, ბიზნესმენები ბილ გეითსი, ლარი ფეიჯი და მარკ ცუკერბერგი.

აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამა, რომელიც გასულ წელს მესამე ადგილს იკავებდა, წელს 48-ე ადგილი ხვდა წილად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics