08:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 14:04:46, 3217 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, 22-დან 36 წლამდე 4 მამაკაცი ქალაქ დერბიში დააკავეს, ერთი ქალაქ ბერტონ-აფონ-ტრენტში. კიდევ ერთი 32 წლის ქალი ლონდონში დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულები სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდნენ.

მედიის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრიტანულმა სპეცსამსაურებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 12 ტერაქტი აღკვეთეს. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 315 ადამიანი დააკავეს.

ბრიტანული სპეცსამსახურების მონაცემებით, ერაყსა და სირიაში ექსტრემისტების რიგებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთის 800-მდე მოქალაქე გაემგზავრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics