18:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 15:42:00, 2345 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორს ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების პროცესში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ შემდგომში ეკონომიკის დაკრედიტება უნდა გააგრძელონ.

შეხვედრაზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს სამთავრო რეფორმებისადმი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან როგორც საბანკო, ისე ეკონომიკის სხვა სექტორების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics