18:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 16:05:03, 2029 ნახვა

ეკონომიკა
პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება

პირველი იანვრიდან  თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, „აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზეც.

„თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს , რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება”,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics