06:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 14:16:53, 2871 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიელი ფეხბურთელების ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - გარდაიცვალა 76 ადამიანი, 5 კი გადარჩა

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი გადარჩა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.  

მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ძლიერი წვიმისა და რთული რელიეფის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არიას 3 ფეხბურტელი - ჯექსონ ფოლმანი, დანილო და ალან რუშელი. გადარჩენილებს შორის ასევე საფეხბურთო კლუბის ფსიქოთერაპევტია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეხუთე გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტია.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მედია საშუალების ინფორმაციით, მგზავრებს შორის ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები იყვნენ. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics