|
2016-11-17 13:41:42, 1669 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაფინანსებული კიდევ ერთი საწარმო გახსნა
ქუმსიშვილმა მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ტისუპეიპერი“ ოფიციალურად გახსნა, რომლის შემდეგაც გაეცნო სამუშაო პროცესს და დაათვალიერა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, „ტისუპეიპერი“ ბაზარზე ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი საწარმო გარემოს მიმართ მეგობრულია დამაკულატურის მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე.დღეს „ტისუპეიპერის“ პროდუქცია ჰიგიენური ქაღალდით ადგილობრივი მოხმარების 30 პროცენტს აკმაყოფილებს, თუმცაამ მაჩვენებლის გაორმაგებაა დაგეგმილი. „სწორედ ესაა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“მთავარი ამოცანა - ჩვენს ქვეყანაში წარმოებები განვითარდეს, მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტოსიმძლავრეების გაზრდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, საწარმოში ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული. მისი სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. კომპანიის სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს. შპს „ტისუპეიპერი“, რომლის პროდუქციაც ადგილობრივად დამზადდება, ბრენდების: „ეკო“, „ასფურცელა“ და „ეკოფეიფერი“ სახელწოდებით მომხმარებელს მაღალ ხარისხს და საწარმოს გახსნას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, ეკონომიკური საბჭოს აპარატის მრჩეველი ამირან გვაზავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარევის ბანკის წარმომადგენელი სევერიან ღვინეფაძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. (NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)