|
2016-11-12 11:58:08, 1419 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი: კლინტონის დაფინანსებულ დაცინვას ამერიკამ უარი უთხრა და უკანალში პანღურიც ამოარტყა
“დონალდ ტრამპს, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მთელი ამერიკული მედია დასცინოდა. კლინტონის ბიუჯეტის 90%-ი ტრამპის დაცინვის კამპანიაზე დაიხარჯა“, - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. “დონალდ ტრამპს, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მთელი ამერიკული მედია დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, აშაყირებდა. კლინტონის ბიუჯეტის 90%-ი ტრამპის დაცინვის კამპანიაზე დაიხარჯა. დასცინოდნენ ტრამპის ვარცხნილობას, გამონათქვამებს, მანერებსა და ოჯახს. დახვეწილი პოლიტიკოსი - ჰილარი წავიდა იმ გზით, რაზეც გაცვეთილმა ბიზნესმენმა - ტრამპმა უარი თქვა. და შედეგი? ამერიკამ აირჩია ტრამპი, ანუ დაცინვის ობიექტი. საერთოდ, დაცინვა (და არა იუმორი, ან სარკაზმი) მოდურ სტილად ქართულ ტელე თუ სოციალურ სივრცეშიც იქცა. იცინიან ყველასა და ყველაფერზე. არ ერიდებიან საკუთარი გაუნათლებლობისა თუ უვიცობის ტირაჟირებას. არ ერიდებიან ჟურნალისტური თუ, უბრალოდ, მორალური სტანდარტების დარღვევას. იცინიან ისტორიაზე, რომელიც არ წაუკითხავთ. რელიგიაზე, რომლის არსშიც ვერ გარკვეულან. ადამიანებზე, რომელთა ფრაზებსაც ნაწილ- ნაწილ ჭრიან სხვადასხვა თემატური გადაცემებიდან. ვითომ აცინებენ და სინამდვილეში წამლავენ ახალ თაობას. ასე მიზანმიმართულად, მწყობრად ცდილობენ გამოგვაცხადონ არანორმალურებად, გიჟებად და საკუთარ თავზე შეყვარებულ იდიოტებად. ეს ქართულ რეალობაში ამერიკული... უფრო სწორად, კლინტონის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული დაცინვის სტილის კოპირებაა, რასაც 2 დღის წინ ამერიკელმა ხალხმა უარი უთხრა და უკანალში პანღურიც ამოარტყა”, - წერს ინაშვილი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)