01:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 12:56:43, 425 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ქართველ არტილერისტებს: მომავალში მხოლოდ გამარჯვებები გველის

ვაზიანში I საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე არტილერიის დღესთან  დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. 

ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც იარაღით ხელში ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად ეძინოთ.ვინც თავისი პროფესიონალიზმით, სახელმწიფოს ჩვენი,  სამშობლოს განვითარებას ემსახურება.ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია.ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს რესპულიკით. მაშინ როდესაც თებერვალში ჩვენ  გვიტევდა მე11 არმია, არტილერისტებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა მიაყენეს. ეს ბიოგრაფია გრძელდება თანამედროვე საქართველოში.როდესაც მარტში არტილერიამ შეძლო და გარდამტეხი დარტმა მიაყენა მტერს აფხაზეთის ომში.ყოველივე ეს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დიდი მადლიერებით გვაყურებინებს თქვენს მიმართ.ჩვენ მადლიერი ვართ იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის სწევთ. მადლობელი ვართ თქვენი შრომისთვის და თავდადებისთვის.მუდამ გვახსოვს ის გმირობა, რომელიც ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს და ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ქართველი ხალხის სახელით მადლობა გითხრათ სამსახურისთვის და გითხრათ, რომ ჩვენ მომავალში მხოლოდ გამარჯვებები  გველის",-მიმართა არტილერისტებს საქართველოს პრეზიდენტმა.

 ამასთან, ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა,  გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელმა  პირებმა და ოფიცრებმა მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics