|
2016-11-08 10:47:31, 2358 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, - ამის შესახებ სააგენტო AP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 00:00 საათზე სააჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის დასახლება დიქსვილ ნოტჩში გაიხსნა. ტრადიციულად ამ დასახლებაში არჩევნები ღამით იწყება, შედეგები კი ყველაზე ადრე ხდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ დიქსკვილ ნოტჩი დაახლოებით 10 ადამიანი ცხოვრობს და ის კანადის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ცნობისთვის, არჩევნების ღამით ჩატარების ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა. დიქსვილ ნოტჩის გარდა, შუაღამით საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე სოფელში იხსნება. შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, გახსნან საარჩევნო უბნები შუაღამეს და დახურონ ისინი მას შემდეგ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს. აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ. სხვადასხვა ამერიკული მედიის ცნობით, პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ თუ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი არჩევნებზე ხმატა უმრავლესობას მოიპოვებს და მას კოლეგია აირჩევს, ის ამერიკის შეერთბული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)