16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 17:03:32, 1663 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა  და ზურაბ ფეიქრიშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში   სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ  სცნო:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ზურაბ ფეიქრიშვილი და ვასილ ქამხაძე სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. მეორე დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე,  კონფლიქტით განაწყენებული ზურაბ ფეიქრიშვილი მივიდა ვასილ ქამხაძის საცხოვრებელ სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების ყელში წაჭერის გზით ვასილქამხაძე მოახრჩო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

სამართალდამცველებმა ზურაბ ფეიქრიშვილი იმავე დღეს ქ. კასპში დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)  წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ფეიქრიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში დასასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.       





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics