16:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 11:37:27, 1432 ნახვა

სამართალი
შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ფაქტზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. მისივე განმარტებით, უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელიც საქართველოში  არჩევნების მეორე ტურისთვის კვლავ  ჩამოვიდა,  დაკავებული ამოიცნო.

„პოლიცია მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს“,-განუცხადა მან ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics