13:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 15:49:12, 1145 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნით, 2008 წლის შეთანხმების პირობები ირღვევა

„ეს არის ქმედება, რომელიც ნამდვილად არ არის მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისადმი, ირღვევა 2008 წლის შეთანხმება“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას.

მინისტრის შეფასებით, ეს იმ პოლიტიკის გამოხატულებაა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს.

„ეს არის ქმედება, რომელიც ნამდვილად არ არის მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისადმი, ირღვევა როგორც 2008 წლის შეთანხმება ასევე ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები. ჩვენ ამაზე უკვე მოვახდინეთ რეაგირება, როგორც 2015 ასევე დღესაც და ჩვენი მხრიდან ეს საკითხი დგას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, დღეს აღნიშნული საკითხი ეუთო-ს მუდმივი წარმომადგენლების ფორმატშიც განიხილება“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics