17:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 11:52:55, 1787 ნახვა

ეკონომიკა
სერვისების განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა და მათ სააგენტოში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა.

შეხვედრა ორი დღის განმავლობაში თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“, მიმდინარეობდა.

სემინარი მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ორდღიანი საინფორმაციო სემინარი 20 ნოემბერს დასრულდა.

ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics