|
2016-10-27 13:45:01, 1098 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმის ანგარიში ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინეს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მრჩეველმა ელენე ბერაძემ საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სასჯელის მოხდის პირობებისა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის, პატიმართა დასაქმებისა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება. კონფერენციის მონაწილეების მხრიდან სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ანგარიშის წარდგენა და პენიტენციური სისტემის მიღწევები დადებითად შეფასდა, განსაკუთრებით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამინური მოპყრობის, როგორც სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა. პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოსთან სასჯელაღსრულების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. შეხვედრაში ეუთოს 57 წევრი ქვეყანა, ასევე, ეუთო-ს სტრუქტურაში შემავალი ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. გარდა ამისა, მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)