22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 10:31:12, 851 ნახვა

სამხედრო
51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა VI მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულისგან მისია სრულად გადაიბარა და სამშვიდობო მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სტორი და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ. 

"„მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოსა და ნატოს ჰიმნები შესრულდა. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად ამერიკის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროებს ხელმძღვანელობამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს",-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics