22:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 16:10:07, 2485 ნახვა

მსოფლიო
გუტიერეში: საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი პრიორიტეტი სირიის კონფლიქტის დასრულებაა

გაერო-ს მომავალი გენერალური მდივანის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, მისთვის ახალ თანამდებობაზე პრიორიტეტი სირიაში კონფლიქტის დასრულება იქნება. ამის შესახებ გუტიერეშმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გუტიერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი პრიორიტეტი ამ კონფლიქტის დასრულებაა.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო რთულ პერიოდში იმყოფება, ეს ეხება ასევე იმ ქვენებს, რომლებიც კონფლიქტისა და ტერორისტული აქტივობების ზონებს დაშორებული არიან.

მომავალი გენერალური მდივანის განმარტებით, მსოფლიო ლიდერები დაინტერესებულები არიან სირიაში სამხედრო მოქმედებების დასრულებით.

ამასთან, გუტიერეშმა აღნიშნა, რომ სირიელები არა მხოლოდ თავიანთი პრობლემების, არამედ ასევე მსოფლიო წინააღმდეგობებისა და დავების მსხვერპლნი არიან

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერეში გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2017 წლის 1 იანვრიდან დაიკავებს. ის ამ პოსტზე პან გი მუნს შეცვლის.

ცნობისთვის, 67 წლის გუტიერეში 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერი იყო. 2005 წლიდან 2015 წლამდე კი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარის თანამდებობას იკავებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics