|
2016-10-12 18:18:42, 1427 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „ქლიარსთრიმმა“ ბაზრების სიას, რომელსაც თავის კლიენტებს სთავაზობს, საქართველოც მიუერთა
კომპანია „ქლიარსთრიმმა“ იმ ბაზრების სიას, რომელსაც თავის კლიენტებს სთავაზობს, 2016 წლიდან საქართველოც მიუერთა, რაც დამატებით საშუალებას აძლევს უცხოელ ინვესტორებს ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და ქლიარსთრიმში შეინახონ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სბე-ის ცნობით, ქლიარსთრიმის სათაო ოფისი, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე საფინანსო დაწესებულებაა, 45-წლიანი გამოცდილებით. კომპანია გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დღეისათვის 56 ქვეყნის ბაზარს ფარავს, რომელთა რიცხვს უკვე საქართველოც დაემატა. ქლიარსთრიმს 2500-მდე კლიენტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ჰყავს. „უცხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების შეძენას საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ. ქლიარსთრიმის მსგავსი ფინანსური ინსტიტუტები ამ პროცესს ინვესტორებისთვის საგრძნობლად ამარტივებენ. ქლიარსთრიმმა ერთჯერადად თავად გაიარა ეს პროცედურა, შეისწავლა ქართული ბაზარი, კანონმდებლობა, რეგულაციები, გააფორმა ხელშეკრულება ერთ-ერთ ქართულ ბანკთან მომსახურების თაობაზე და მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ყოველივე ამას დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდა. საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე მომსახურე ბანკად ქლიარსთრიმმა "საქართველოს ბანკი" შეარჩია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკი, რომელსაც ქასთოდი ბიზნესში ღირებული გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქლიარსთრიმის ათასობით კლიენტს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ანგარიში გახსნილი ერთ ან რამდენიმე ვალუტით, უკვე მარტივად შეუძლიათ ამ ანგარიშს დაამატონ ქართული ლარის ქვეანგარიში და შეიძინონ და შეინახონ ქართული ფასიანი ქაღალდები. ამ პროცედურების ინდივიდუალურად გავლა ინვესტორებისათვის გაცილებით ხარჯიანი და შრომატევადი პროცესია, და ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებდა საქართველოში ინვესტირებისგან. ამის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორების ქართულ ფინანსურ ბაზარზე წვდომისათვის ქლიარსტრიმის შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა. ინვესტორები უკვე სარგებლობენ ახალი ინფრასტრუქტურით. მათი მონაწილეობა კი დადებითად აისახება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოთხოვნის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთებზე. ამ ეტაპზე ქლიარსთრიმში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შენახვა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე კერძო ფასიანი ქაღალდების შენახვაც გახდება შესაძლებელი“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)