|
2016-10-05 15:14:50, 1670 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისათვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღრიცხვა იწყება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს. ანაკლიის პორტის პროექტში მომავალი დასაქმების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის შრომითი რესურსის აღრიცხვა იწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ეტაპზე მოსახლეობა ძირითადად სამშენებლო სექტორში, სამომავლოდ კი, სხვადასხვა სფეროში დასაქმდება. მთლიანობაში, ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობისა და განვითარების 9 ფაზის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული პროექტის საწყის-სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე, რომელთა დაწყება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. „ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ სახელწმიფოსთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებას მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენი ძირითადი კონტრაქტორი ჰოლანდიური კომპანია უკვე ადგილზეა, რამდენიმე გემი უკვე ჩამოსულია და დაიწყო კვლევითი სამუშაოები, გეოლოგიური, ბუნებისდაცვითი და ა.შ. 2017 წლის გაზაფხულიდან უკვე ფართომასშტაბიან მშენებლობას დავიწყებთ. ესაა პროექტი, რომელშიც რამოდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. შესაბამისად, გვინდა დავიჭიროთ თადარიგი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად, გავაფორმოთ ხელშეკრულება, შევთანხმდეთ იმაზე, რომ დაიწყება კადრების აღრიცხვა კვალიფიკაციის მიხედვით. 90% ქართველი მუშახელი იქნება. შესაბამისად, ამას წინასწარი მომზადება სჭირდება“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. პროექტში დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ადამიანური რესურსის მონაცემთა ბაზას ის შემდგომში გადასცემს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და მის კონტრაქტორ კომპანიებს. დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ, სამინისტროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირებულ ვებ-პორტალზე-www.worKnet.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს მიაკითხონ. ამასთან, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გეგმავს ანაკლიაში გადასამზადებელი-სასწავლო ცენტრის შექმნას, სადაც პორტის მშენებლობისა და განვითარების ეტაპებზე დასაქმების მსურველ მოსახლეობას უსასყიდლოდ შეეძლება, სხვადასხვა სფეროში კვალიფიკაცია აიმაღლოს. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს იქნება გამორჩეული მოდელი კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის, როდესაც საშუალება მოგვეცემა, მოვახდინოთ სამუშაოს მაძიებლთა მონაცემების გაცვლა, ასევე აშენდება მომზადების ცენტრი და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ასეულობით და ათასეულობით ადამიანმა მიიღოს სამსახური, გაიუმჯობესოს თავისი პროფესიული კვალიფიკაცია“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება, ნავსადგური კი 2020 წელს გაიხსნება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)