|
2015-03-13 13:38:43, 427 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
პრეზიდენტის მიერ დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. იმისათვის, რომ ქვორუმი შემდგარიყო, სხდომაზე 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო. თუმცა ქუთაისის პარლამენტში მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები მივიდნენ. უმრავლესობიდან კი, ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური იყო წარმოდგენილი, რომელსაც სხდომა პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 სათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა განეხილათ. რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც არ გამოთქვეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, გუშინ განაცხადეს, მათ პარლამენტს საკუთარი ხედვები უკვე წარუდგინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)