10:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 10:04:16, 526 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: მეუფე იაკობმა ეკონომიკის სამინისტროს მანქანის გადმოცემა სვანეთის ეპარქიისთვის სთხოვა

საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეუფე იაკობს (იაკობიშვილი) საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა TOYOTA LANDCRUISER -ი.

როგორც საპატრიარქოში  განმარტავენ,  2014 წელს მეუფე იაკობმა, როგორც ქორეპისკოპოსმა, მართლაც, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით ორი ავტომანქანის გადმოცემის შესახებ, ოღონდ არა თავისი მოხმარებისთვის, არამედ სვანეთის ეპარქიისათვის. 

"ეს მანქანები 2009 და 2011 წელში ხელისუფლებამ  მეუფე ილარიონს (სვანეთის ეპისკოპოსს) გამოუყო სარგებლობის უფლებით; იგი კი ამჟამად ითხოვდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში გადმოცემას.

სახელმწიფომ ახლაც ძალაში დატოვა ორივე მანქანის ფლობა სარგებლობის უფლებით და არ დააკმაყოფილა მეუფე იაკობის შუამდგომლობა, რის შესახებაც ეკონომიკის სამინისტრომაც გამოაქვეყნა განცხადება. 

ასე რომ, მეუფე იაკობთან დაკავშირებით TOYOTA LANDCRUISER-ის  გადაცემის შესახებ ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება",-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics