|
2016-09-20 11:04:14, 2052 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ყირიმში გამართულ დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კომისარის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 18 სექტემბერს გამართულ დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს. “ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, შესაბამისად არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს. ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა უცვლელი რჩება”, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია. უწყება აღნიშნავს, რომ ევროკავშირის და ეუთო-ს დამკვირვებლები ყირიმის ტერიტორიაზე საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)