|
2016-09-19 14:32:53, 2182 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში პოლიციამ 5 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა
პოლიციამ ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში, სადგურის მახლობლად ზურგჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც 5 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელყოფის მცდელობის დროს ამოქმედდა. გამნაღმველები დისტანციურად მართვადი რობოტის საშუალებით მუშაობდნენ, ამიტომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერის ქრისტიან ბოლუეიჯის თქმით, საეჭვო ჩანთა სადგურსა და ბარს შორის მდებარე ურნასთან იდო. მერი არ გამორიცხავს, რომ ზურგჩანთის მეპატრონეს ბომბები სხვა ადგილას მიჰქონდა, თუმცა პოლიციის დანახვისას გადაწყვიტა, ჩანთა დაეტოვებინა. ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები მანჰეტენზე ამოქმედებული ბომბის იდენტური იყო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)