23:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:51:05, 4799 ნახვა

კულტურა
20 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „სფუმატო“ გაიხსნება

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის, საერთაშორისო ლაბორტორია  ”CYLAND”-ისა  და არტ-ცენტრ  “ПУШКИНСКАЯ-10”-ს  ორგანიზებით 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების გამოფენა  ”სფუმატო” გაიმართება.

მედია არტ ლაბორატორია ”CYLAND” არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც  მთელი მსოფლიოდან მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები გააერთიანა.

”CYLAND” „სფუმატო“-ს გამოფენაზე ინსტალაციებს წარადგენს, ხოლო არტ-ცენტრი ”პუშკინსკაის-10” ექსპოზიციაში ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში  ექსპერიმენტებს ატარებენ.

გამოფენა 20 სექტემბერს 18:00 საათზე გაიხსნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics