|
2015-03-12 13:03:26, 510 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაამტკიცა
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაამტკიცა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე დეტალურად ისაუბრა: "დღეს მთავრობამ დაამტკიცა პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ამ კოდექსის თანახმად, როდესაც ის შევა ძალაში, საქართველოს ეყოლებიან სპეციალიზირებული მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები, სოციალური მუშაკები, ვინც ბავშვთა სისხლის სამართლებრივ საკითხებში იქნებიან სპეციალიზირებული და იქნებიან პროფესიონალები. აგრეთვე, იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება მუდმივმოქმედი ჯგუფი ადვოკატებისა, რომლებიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებენ, ამ კოდექსით შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა ბავშვისთვის 14-18 წლამდე ასაკის, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრლუწლოვნისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში განმსაზღვრელი და ის, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, მრომ რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს.ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება წამყვანი ამ პროცესში.განრიდება, მედიაცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, აგრეთვე ბრალდებულად ყოფნის ვადა თუ დიდებისთვის არის 9 თვე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 6 თვე. თუ სრულწლოვნებისთვის წინასასამართლო სხდომა არის 60 დღე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 40 დღე.აიკრძალება არასრულწლოვნისთვის სასჯელი უვდო პატიმრობის სახით. აგრეთვე, ძალიან დიდი სიახლეა ის, რომ ჩვენ ერთის მხრივ აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს მოვარგოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მაგრამ გავაგრძელოთ ეფექტიანად ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ამისათვის შემოგვაქს შემდეგი პრინციპი, რომ როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს, რა შემთხვევაშიც გაცოცხლდება ნასამართლობა. ჩვენ პილოტურ რეჟიმში არასრულწლოვნებისთვის შემოგვაქვს სასჯელის სახით შინაპატიმრობა, რაც პირველად ინვესტიციას მოითხოვს სახელმწიფოსთვის, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ პროგრამის დონეზე სამაჯურების შესყიდვის პროცესში შეძლოს ამის იმპლემენტაცია პრაქტიკაში და საბოლოო ჯამში სახელმწიფო დიდ ეკონომიას მიიღებს.თქვენ იცით შინა პატირმობა სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პატიმრის მოვლა-პატრონობა საპატიმროში. ჩვენ არასრულწლოვნების შემთხვევაში შემოგვაქვს მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც თქვენ იცით, სრულწლოვნების შემთხვევაში რამდენჯერმე გადავადდა. ეს და ძალიან ბევრი სხვა ინოვაცია, ცვლილება შემოაქვს ამ კოდექსს. მინდა, საზოგადოებას, მთავრობას, ყველა იმ ექსპერტს ვინც ამაში იყო ჩართული, ევროკავშირს მივულოცო მთავრობის ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება",-განაცხადა თეა წულუკიანმა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)