19:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 20:25:12, 2057 ნახვა

მსოფლიო
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ BBC უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ოპერაციის საკითხებში, ალექსანდრ მოტუზიანიკზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკებების დროს ერთი ადამიანი დაიკარგა, 15 კი დაშავდა.

უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო 24 საათის განავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სამხედროების პოზიციებს 35-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები კიევის ბრალდებებს უარყოფენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ.

თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები მინსკის შეთანხმებებს მკაცრად იცავენ და 1 სექტემბრის შემდეგ ცეცხლი არ გაუხსნიათ.

შეგახსენებთ, რომ მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეთანხმებით, 1 სექტემბრიდან დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს მის დარღვევაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics