|
2016-09-13 15:58:24, 881 ნახვა
რეგიონი
ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს
ბათუმი 12-16 სექტემბერს საქართველოს ისტორიაში პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზღვაო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მათივე ინფორმაციით, დელეგატებს მიესალმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. ბათუმის, როგორც საქართველოს საზღვაო ცენტრის შესახებ ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. „ჩვენი ქალაქის წარმატება - ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმის, როგორც ერთგვარი საზღვაო დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან, მითუმეტეს დღეს, როცა ცნობილი "აბრეშუმის გზის" აღდგენის პროექტში საზღვაო მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“,-განაცხადა პატარაძემ. ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 300-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის სახელოვანი წარმომადგენლები. ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო სახელმწიფოდ წარმოჩენა. ღონისძიების მასპინძელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)