|
2015-03-11 16:16:39, 459 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ზედამხედველობის სამსახურები მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად, ტენდერების გამოცხადების კუთხით არსებულ ხარვეზებზე და ზედამხედველობის სამსახურში პრობლემებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში ზედამხედველობის სამსახური მიმდინარე სამშენებლო პროექტებში სრულყოფილად ჩართული არაა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურები გასამკაცრებელი და გასააქტიურებელია. "პრობლემებია ტენდერების გამოცხადების ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით, ამ მიმარულებით გარკვეული ხარვეზებია, ეს ჩვენ ერთად უნდა გავასწოროთ.რაიმე დაუძლეველი პრობლემა არ არის.ეს არის მიმდინარე პრობლემა და ამის გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ ასევე უნდა ვიმსჯელოთ ტენდერების შეწყვეტის მიზეზებზე. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ სატენდერო კომისიების მუშაობაზე.ზოგჯერ ხარისხის პრობლემები არის გამოწვეული ზედამხედველობის სამსახურების პრობლემებით. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ და გავააქტიუროთ ზედამხედველობის სამსახურები.რიგ რაიონებში არ არიან ისინი სრულყოფილად და მუდმივად ჩართული მიმდინარე სამშენებლო პროექტებში და შესაბამისად, ვერ ფლობენ სრულ ინფორმაციას პროექტის შესრულების პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებზე. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები პროექტის სრულყფილად შესრულებაზე, შემსრულებელ კომპანიასთან მიმართებაში მუნიციპალიტეტების და პროექტების ავტორების მხრიდან არ ხდება ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ყველას არ ეხება, ყველა რაიონში ასე არაა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის კონტროლი, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა.დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სულყოფილად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)