|
2016-09-05 13:59:05, 1083 ნახვა
სხვადასხვა
ტემზას სანაპიროზე დამონტაჟებული მასშტაბური ხის სკულპტურული ნაგებობა დაწვეს
ლონდონში, მდინარე ტემზას სანაპიროზე დამონტაჟებული მასშტაბური ხის სკულპტურული ნაგებობა დაწვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, კონსტრუქცია XVII საუკუნის ლონდონის სიმბოლური გამოსახულება იყო. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ხანძრის იმიტაციას ქვეყნის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის 350 წლის წინანდელი მოვლენა უნდა გაეხსენებინა. ცეცხლმოკიდებული სკულპტურული კომპოზიციის სანახავად, რომლის სიგრძე 120 მეტრს შეადგენდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მის კონსტრუირებაში ამერიკელ დევიდ ბესტს ბავშვები და ლონდონის ზრდასრული მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ქალაქში მდებარე სახლების უმეტესობა განადგურდა, 100 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ცნობისთვის, 1667 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ გამოსცა კანონი მშენებლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას სახლების ასაშენებლად ქვისა და აგურის გარდა არც ერთი მასალა არ უნდა გამოეყენებინათ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)