|
2015-03-11 09:21:54, 460 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს დღეს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 15:00 საათზე გაიმართება. როგორც გუშინ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი. ცნობისთვის, 5 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხის ათვისება არ ხდება. „მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს, რეალურად ხარჯვა დაწყებული არ არის. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ათვისება ჯერ-ჯერობით არ ხდება. როგრც ჩანს იქ ცოტა ბიუროკრატიული მექანიზმია“, – განაცხადა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)