17:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 17:15:04, 1711 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. 

გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახისწევრებს და მთელ ფრანგ ხალხს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა საფრანგეთის საგანგებოდა სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალენსს. 

„ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, ამ ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს დასაფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ; მივუსამძიმრეთ გარდაცვლილთა ოჯახებს დაფრანგ ხალხს. ვიმედოვნებთ, რომ ის, რაც ამ საათებში ხდება - ტერორისტთა გაუვნებელყოფის ოპერაცია- მსხვერპლის გარეშე დასრულდება“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 

შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics