10:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 15:43:58, 1708 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის მოქალაქეები ამბოხებულების სიკვდილით დასჯას ითხოვენ

სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება.

აღნიშნული ჰეშტეგი Twitter-ის მომხმარებლებმა უკვე 55 000-ჯერ გამოიყენეს.

თურქეთის მოქალაქეები ამბოხების მომწყობთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

ამის პარალელურად, ხელისუფლებაში მყოფი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ხელმძღვანელის მოადგილის, მეჰმეტ მეზინოღლუს განცხადებით, ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის თქმით, დღეს თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება, რომელიც სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სატამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics